აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთის მხრიდან სამმხრივი შეთანხმების შესრულების გაჭიანურება ზიანს აყენებს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან სამმხრივი შეთანხმების შესრულების გაჭიანურება რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას აყენებს ზიანს.
აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ყატარელ კოლეგა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, სამმხრივი განცხადებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა საკითხებზე კონკრეტული შედეგების მიღწევა. ჩვენ ჯერ არ გვინახავს რაიმე პრაქტიკული ნაბიჯი სომხეთისგან“, – აღნიშნა ბაირამოვმა.
მთიანი ყარაბაღის რეგიონის მეორე ომის შემდეგ, 2020 წლის 9 ნოემბერს სამმხრივი საზავო ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ცეცხლი შეწყდა.