აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – სომხეთის მხრიდან სამმხრივი შეთანხმების შესრულების გაჭიანურება ზიანს აყენებს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

13:16, 18.10.2021

სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან სამმხრივი შეთანხმების შესრულების გაჭიანურება რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას აყენებს ზიანს.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ყატარელ კოლეგა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროდ, სამმხრივი განცხადებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა საკითხებზე კონკრეტული შედეგების მიღწევა. ჩვენ ჯერ არ გვინახავს რაიმე პრაქტიკული ნაბიჯი სომხეთისგან“, – აღნიშნა ბაირამოვმა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონის მეორე ომის შემდეგ, 2020 წლის 9 ნოემბერს სამმხრივი საზავო ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ცეცხლი შეწყდა.

მსგავსი