აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი ირანში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი ირანში ჩავიდა

საზღვრებისა და კასპიის ზღვის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი ირანში ჩავიდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ხალაფოვისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მაღალჩინოსნების შეხვედრებზე ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილება.

კონკრეტულად ვის შეხვდება ხალაფ ხალაფოვი, ამ დროისთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ ირანში იმყოფება სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი არმენ გრიგორიანი.