აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას ეუთო-ს მინისკის ჯგუფიდან საფრანგეთის მანდატის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა
აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას ეუთო-ს მინისკის ჯგუფიდან საფრანგეთის მანდატის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა

აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას ეუთო-ს მინისკის ჯგუფიდან საფრანგეთის მანდატის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მილი მეჯლისი მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას, ეუთო-ს ხელმძღვანელობას მიმართოს მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის მანდატის მოხსნის შესახებ, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკუთარი ნეიტრალიტეტი.

ამასთან, პარლამენტმა მთავრობას საფრანგეთის მიმართ აზერბაიჯანის არსებული პოლიტიკის გადახედვისკენაც მოუწოდა. გაჟღერდა მოწოდება საფრანგეთთან ეკონომიკური კავშირის ღრმა ანალიზის ჩატარების თაობაზე, შესაბამისი ზომების მიღებით.

ბაქოში საფრანგეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საფრანგეთის სენატის მიერ რეზოლუციის მიღებას აპროტესტებენ.