აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი პირველად აირჩიეს. აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის პირველი სხდომა დღეს იმართება.
მმართველმა პარტია „იენი აზერბაიჯანმა“ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის პოსტზე საჰიბე გაფაროვა წარადგინა. მის კანდიდატურას 116-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს გაიმართა. შედეგად მმართველმა პარტიამ, 125-ადგილიან მილი მეჯლისში 70-ზე მეტი დეპუტატი შეიყვანა.