აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი პირველად აირჩიეს

13:24, 10.03.2020

აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი პირველად აირჩიეს. აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის პირველი სხდომა დღეს იმართება.

მმართველმა პარტია „იენი აზერბაიჯანმა“ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის პოსტზე საჰიბე​ გაფაროვა​ წარადგინა. მის კანდიდატურას 116-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს გაიმართა. შედეგად მმართველმა პარტიამ, 125-ადგილიან მილი მეჯლისში 70-ზე მეტი დეპუტატი შეიყვანა.

მსგავსი