აზერბაიჯანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყარაბაღის ომის დროს ქალაქ შუშის მიმართულებით „ისკანდერის“ რაკეტა ისროლეს
ყარაბაღის ომის დროს ქალაქ შუშის მიმართულებით რაკეტა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან, „ისკანდერ ემ“-იდან გაუშვეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის განაღმვის სააგენტოს ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, იდრის ისმაილოვმა განაცხადა.
აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ქალაქ შუშაში ნაპოვნი რაკეტის ნამსხვრევზე აღმოჩნდა ინდექსი „9ემ723“.
„ამრიგად, ცნობილი გახდა, რომ ეს რაკეტა „ისკანდერიდან“ იყო ნასროლი. მისი ფრაგმენტები ნაპოვნია 780 მეტრის რადიუსში. ბოლო ანალიზის შედეგების საფუძველზე, მივედით დასკვნამდე, რომ რაკეტა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან, „ისკანდერ ემ“-იდან ისროლეს. მისი დაცემის ზონაში ამჟამად კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა ისმაილოვმა.
რუსეთის ხელისუფლებაში ყარაბაღის ომის დროს „ისკანდერის“ გამოყენების ფაქტს არ ადასტურებენ.