აზერბაიჯანი სომხეთიდან ქალაქ მინგეჩაურის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტის განადგურების შესახებ იუწყება
აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიიდან ქალაქ მინგეჩაურის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჰაერში განადგურების შესახებ იუწყება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რაკეტა 28 კმ-ის სიმაღლეზე, აზერბაიჯანის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა გაანეიტრალეს.
პარალელურად, აზერბაიჯანის არმიის მიერ, მოწინააღმდეგი გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების განადგურების კადრები ვრცელდება.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ტერტერის რაიონის სოფელი სუგოვუშანის გათავისუფლების შესახებაც იუწყება.