აზერბაიჯანი სომხეთიდან ქალაქ მინგეჩაურის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტის განადგურების შესახებ იუწყება

19:02, 09.10.2020

აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიიდან ქალაქ მინგეჩაურის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჰაერში განადგურების შესახებ იუწყება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რაკეტა 28 კმ-ის სიმაღლეზე, აზერბაიჯანის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა გაანეიტრალეს.

პარალელურად,  აზერბაიჯანის არმიის მიერ, მოწინააღმდეგი გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების განადგურების კადრები ვრცელდება.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ტერტერის რაიონის სოფელი სუგოვუშანის გათავისუფლების შესახებაც იუწყება.

მსგავსი