“ჩელსისა” და ბელგიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი ახლოს არის “რეალში” გადასვლასთან. ამის შესახებ განაცხადა მადრიდული კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაიან ლაუდრუპმა.
„ აზარს რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე, ის ემზადება “რეალში” გადასასვლელად. რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია“, – განაცხადა ლეგენდარულმა დანიელმა.
მოგვიანებით, თითქმის დაადასტურა ლაუდრუპის სიტყვები თავად ბელგიელმა ფეხბურთელმა.
„ჩელსიში” გატარებული ექვსი შესანიშნავი წლის შემდეგ, შესაძლოა, რაღაც ახლის აღმოჩენის დრო დადგა. თქვენ იცით, სად მირჩევნია, რომ აღმოვჩნდე”, – მიანიშნა “რეალის” შესახებ აზარმა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ “ჩელსი” “რეალისგან” მინიმუმ 200 მილიონ ევროს მოითხოვს 27 წლის ბელგიელის ტრანსფერში.