აზარი „რეალში” გადასვლასთან ახლოს არის

00:13, 15.07.2018

“ჩელსისა” და ბელგიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი ახლოს არის “რეალში” გადასვლასთან. ამის შესახებ განაცხადა მადრიდული კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაიან ლაუდრუპმა.

„​ აზარს რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე, ის ემზადება “რეალში” გადასასვლელად. რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია“, – განაცხადა ლეგენდარულმა დანიელმა.

მოგვიანებით, თითქმის დაადასტურა ლაუდრუპის სიტყვები თავად ბელგიელმა ფეხბურთელმა.

„ჩელსიში” გატარებული ექვსი შესანიშნავი წლის შემდეგ, შესაძლოა, რაღაც ახლის აღმოჩენის დრო დადგა. თქვენ იცით, სად მირჩევნია, რომ აღმოვჩნდე”, – მიანიშნა “რეალის” შესახებ აზარმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ “ჩელსი” “რეალისგან” მინიმუმ 200 მილიონ ევროს მოითხოვს 27 წლის ბელგიელის ტრანსფერში.

მსგავსი