ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბა ჩაქვში 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ფეხით მოსიარულე მოზარდს ქობულეთი-ბათუმის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს ნასვამობა დაუდგინდა.
„მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, თუმცა ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.
ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.