ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბა ჩაქვში 11 წლის ბიჭი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბა ჩაქვში 11 წლის ბიჭი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბა ჩაქვში 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ფეხით მოსიარულე მოზარდს ქობულეთი-ბათუმის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს ნასვამობა დაუდგინდა.

„მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, თუმცა ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.