ავტომობილისა და ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს
ავტომობილისა და ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში 1989 წელს დაბადებული ე.გ. და 1978 წელს დაბადებული დ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა – ე.გ.-მ ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილის საბურავები, ასევე საბურავის დისკები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მეორე ბრალდებულმა, დ.ლ.-მ კი ერთ-ერთი კომპანიის ოფისში უკანონოდ შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და მიიმალა.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.