ავტობუსით უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება
ავტობუსით უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა შესაბამის ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის ავტორი გარემოს დაცვის კომიტეტია.

მგზავრი ვალდებული იქნება, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა.

ამასთან, საურავის ოდენობა 50-დან 40-ლარამდე მცირდება.