ავთანდილ ჭრიკიშვილი ზაგრების „დიდი პრიზის“ გათამაშების ფინალში იჭიდავებს
ჭიდაობა ძიუდოში ზაგრებში მიმდინარე შეჯიბრის დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა სასტარტო შეხვედრაში შვეიცარელი კირილ გროსკლაუსი დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების პრიზორ სერგიუ ტომასთან მოგების შემდეგ, ჩეხ დევიდ კლამერტის სძლია და ფინალში გადასასვლელი პაექრობა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტევარდს ვაზარით მოუგო.
მსოფლიო ჩემპიონი ზაგრების „დიდი პრიზის“ გათამაშების ფინალში კუბელ მსოფლიო პირველობის ექსჩემპიონ ეშლი გონსალესს დაეჭიდება.