ავთანდილ ჭრიკიშვილი ზაგრების „დიდი პრიზის“ გათამაშების ჩემპიონია [ვიდეო]
ჭიდაობა ძიუდოში ზაგრებში მიმდინარე შეჯიბრის დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა გათამაშების ფინალში მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, კუბელი ეშლი გონსალესი დაამარცხა.
სასტარტო შეხვედრაში ჭრიკიშვილმა შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს სძლია, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სერგიუ ტომასი, ჩეხი დევიდ კლამერტი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სტევარდი და გრანგ კლერჟე დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა კუბელ ეშლი გონსალეშმა პირველ წრეში გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა.
ავთანდილ ჭრიკიშვილს შეჯიბრზე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი გულშემატკივრობდნენ. ტურნირის მოგების შემდეგ გადაღებული მამა-შვილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.