ზაგრების გრან პრი | გრიგალაშვილი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მინდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ტატო გრიგალაშვილს (81კგ) ვიხილავთ.

ქართველი მეოთხედფინალში ფრანგ დიალოსთან დამარცხდა და რეპეშაჟიში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ ჩკაევს სძლია. გრიგალაშვილი ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

73კგ-ში დღეს გამომსვლელები – ლაშა შავდათუაშვილი და ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი ზაგრების გრან პრიზე ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრს გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მედლების მოპოვება შეძლო. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,19 წლის გიორგი სარდალაშვილი კი გრან პრიზე მესამე ადგილზე გავიდა.

ზაგრების გრან პრიზე დღეს ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.