შავდათუაშვილმა და გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მინდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი ასპარეზობს, რომელთაგან ორმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ტურნირზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა გერმანელი ენტონი ზინგი ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილიც განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მან ხორვატ მარინ ფრანუსინს იპონით სძლია და მეოთხედფინალში გასასვლელად თურქმენ ომიროვთან იჭიდავებს.

ტურნირზე ცოტა ხანში გამოვა მესამე ქართველი, ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი, რომელიც მონღოლ ანხიზა ლავიარგალს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მედლების მოპოვება შეძლო. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,19 წლის გიორგი სარდალაშვილი კი გრან პრიზე მესამე ადგილზე გავიდა.

ზაგრების გრან პრიზე დღეს ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.