გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მინდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან ორი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებენ.

შეჯიბრზე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს გრიგალაშვილი, რომელმაც თურქმენი ომიროვი შებოჭვით დაამარცხა. შავდათუაშვილი ზაგრების გრან პრიზე მეორე დაპირისპირებას რამდენიმე წუთში გამართავს. ტურნირზე დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი, ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი (73კგ) მონღოლ ანხიზა ლავიარგალისთან დამატებიტ დროში დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მედლების მოპოვება შეძლო. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,19 წლის გიორგი სარდალაშვილი კი გრან პრიზე მესამე ადგილზე გავიდა.

ზაგრების გრან პრიზე დღეს ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი