ზაგრების გრან პრი | გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ზაგრების გრან პრი | გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მინდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ვიხილეთ.

ქართველი მეოთხედფინალში ფრანგ დიალოსთან დამარცხდა და რეპეშაჟიში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ ჩკაევს სძლია. გრიგალაშვილი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიელ შმიტს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

73კგ-ში დღეს გამომსვლელები – ლაშა შავდათუაშვილი და ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი ზაგრების გრან პრიზე ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრს უმედლოდ დაემშვიდობნენ.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მედლების მოპოვება შეძლო. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,19 წლის გიორგი სარდალაშვილი კი გრან პრიზე მესამე ადგილზე გავიდა.

ზაგრების გრან პრიზე ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.