ავსტრიული პოლიცია დოპინგთან ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს
ავსტრიული პოლიცია დოპინგთან ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს

ავსტრიული და გერმანული პოლიციები, რომლებიც სათხილამურო რბოლებში სისხლის დოპინგის საქმეს იძიებენ, დარწმუნებულნი არიან, რომ დამნაშავე სპორტსმენების მხილება გაგრძელდება. თაღლითობა უკვე აღიარა ხუთმა მოთხილამურემ – ავსტრიელებმა მაქს ჰაუკეს და დომინიკ ბალდაუფმა, ესტონელებმა კარელ ტამიარვმა და ანდრეას ვეერპალუმ, ყაზახმა ალექსეი პოლტორანინმა.

„ველოდებით, რომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია და ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი სპორტსმენის დაჭერას, მათ შორის სხვა სახეობებში“, – განუცხადა გერმანულ ტელეკომპანია ა-ერ-დეს (ARD) პოლიციის სისხლის სამართლის ფედერალურმა განყოფილებამ.

ავსტრიის სათხილამურო ასოციაციის პრეზიდენტი პეტერ შრიოკსნადელი დარწმუნებულია, რომ ახალი რეიდების შემდეგ, გერმანელი სპორტსმენები დაზარლდებიან.