ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში, თუ ამ წუთებში ქალაქის ქუჩებში არიან, დაუყონებლივ დატოვონ ტერიტორია, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ვენის ცენტრში ამ წუთებში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში, მთავარ სინაგაგოსთან თავდასხმა მოხდა. ისმოდა სროლის ხმა. ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს. „გარდიანის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული.