ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდერ შალენბერგს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, შალენბერგი სავარაუდოდ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრზე დაინფიცირდა.
მისი თქმით, თავდაცვის მიზნით, ორშაბათს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება მთავრობის ყველა წევრს ჩაუტარდება.
სპიკერის აცხადებს, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ამჟამად „კოვიდ-19“-ის სიმპტომები არ აღენიშნება დ ის თავს კარგად გრძნობს.