ავსტრიის საელჩო - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს
ავსტრიის საელჩო - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს

საქართველოში ავსტრიის საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

„საქართველოში ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ავსტრიის საელჩო ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოებს და გამოთქვამს დიდ იმედს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.