ავსტრიის პრემიერი - ქვეყანაში 15 მაისიდან რესტორნები და კაფეები გაიხსნება, ეკლესიებში განახლდება მსახურება
ავსტრიაში 15 მაისიდან რესტორნები და კაფეები გაიხსნება, ასევე ეკლესიებში განახლდება მსახურება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან კურცმა განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, კაფეები და რესტორნები ქვეყნის მასშტაბით 23:00 საათამდე შეძლებენ მუშაობას.
ავსტრიაში „კოვიდ-19“-ით 14 873 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია 491. ვირუსისგან 10 ათასი ადამიანი განიკურნა.