ავსტრიის კანცლერის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო
ავსტრიის კანცლერის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

ავსტრიის კანცლერის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ეს განცხადება სებასტიან კურცმა ავსტრიულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, ეს მეორე ტალღის დასაწყისია. ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. ორი კვირის წინ ჩვენ აღვრიცხავდით 350 ინფიცირებულს დღეში, გუშინ კი ვირუსი 850 ადამიანს დაუდასტურდა“, – განაცხადა კურცმა.

ყველაზე რთული ვითარებაა ვენაში. ახალი შემთხვევების 50 პროცენტი სწორედ ავსტრიის დედაქალაქში გამოვლინდა.

კურცმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას მომავალ ზაფხულს დაუბრუნდება.

„წინ კი გველის მძიმე შემოდგომა და ზამთარი“მ -განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.