ავსტრიაში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გერმანიამ და ჩეხეთმა საზღვარზე კონტროლი გაამკაცრეს
ავსტრიაში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გერმანიამ და ჩეხეთმა საზღვარზე კონტროლის მექანიზმები გაამკაცრეს, რათა ეჭვმიტანილებმა ქვეყნის დატოვება არ სცადონ. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ისინი ავტომობილებს აჩერებენ და მგზავრებს ამოწმებენ.
ვენაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 დაშავდა. სამართალდამცველებმა ერთი თავდამსხმელი მოკლეს, ოთხი ეჭვმიტანილი კი დააკავეს. ამ დროისთვის პოლიცია სულ მცირე, კიდევ ერთ პირს ეძებს.