ავსტრიაში სკოლები შემდეგი თვიდან გაიხსნება
ავსტრიაში სკოლები შემდეგი თვიდან გაიხსნება

ავსტრიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოიხსნება.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც დამამთავრებელ კლასში არიან, სკოლაში სიარული 18 მაისიდან შეეძლებათ, თუმცა კლასები ორ ნაწილად იქნება გაყოფილი, რათა მერხების საკმარისად დაშორება შესაძლებელი გახდეს.

არადამამთავრებელი კლასის 15-წელს ზემოთ მოსწავლეები კი სკოლებში 29 მაისიდან დაბრუნდებიან.

ავსტრიაში პანდემიის გავრცელებიდან მალევე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, მიღებული ზომების შედეგად, ავსტრიამ ინფექციის გავრცელების შეჩერება მოახერხა და ახლა კორონავირუსის შემთხვევების დღიური ზრდის მაჩვენებელი 2%-ია.

ავსტრიაში კორონავირუსის სულ 15,011 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 530 გარდაცვლილია. ავსტრიამ უკვე გააუქმა რამდენიმე შეზღუდვა და ქვეყანაში გაიხსნა მცირე ზომის მაღაზიები და ბაღები.