ავსტრიაში სარკინიგზო ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა
ავსტრიაში, სტირიას რეგიონში სარკინიგზო ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. ავსტრიის პოლიციის დეპარტამენტის Twitter-ის გვერდზე წერია, რომ შეჯახების შემდეგ მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
ავსტრიული გაზეთის Die Presse-ის ინფორმაციით, ერთმანეთს EuroCity-ის ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივი საქალაქთაშორისო მატარებლები შეეჯახნენ.