ავსტრიაში სარკინიგზო ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა

17:54, 12.02.2018

ავსტრიაში, სტირიას რეგიონში სარკინიგზო ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. ავსტრიის პოლიციის დეპარტამენტის Twitter-ის გვერდზე წერია, რომ შეჯახების შემდეგ მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

ავსტრიული გაზეთის Die Presse-ის ინფორმაციით, ერთმანეთს EuroCity-ის ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივი საქალაქთაშორისო მატარებლები შეეჯახნენ.

მსგავსი