ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 13 ათასს მიაღწია.
ქვეყანაში ვირუსს დღემდე 295 ადამიანი ემსხვერპლა. 5240 კი – განიკურნა.
კანცლერ სებასტიან კურცის თქმით, აღდგომის შემდეგ, ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმზე დაბრუნებას თანდათანობით დაიწყებს. გაიხსნება სავაჭრო ობიექტები.