ავსტრიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 393-მდე გაიზარდა
ავსტრიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 393-მდე გაიზარდა

ავსტრიაში კოვიდ19-ის მსხვერპლთა რაოდენობა 393-მდე გაიზარდა.

ვირუსი სულ 14 335 ადამიანს აქვს დადასტურებული.

საავადმყოფოში მკურნალობას 1000 პაციენტი განაგრძობს.

ვირუსი უკვე დაამარცხა 8 000-ზე მეტმა პაციენტმა.

ავსტრია ერთ-ერთი პირველია ევროპის იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყეს.

ქვეყანაში ეტაპობრივად იხსნება მცირე ზომის მაღაზიები, თუმცა მფლობელები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მომხმარებლების უსაფრთხოება დამცავი საშუალებებითა და სოციალური დისტანცირებით.