ავსტრიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
ავსტრიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

ავსტრიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა, 5 861 შემთხვევა, რაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ დაფიქსირებული ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 39 800 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 1370 ჰოსპიტალიზებულია, 280 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყნის რამდენიმე რეგიონი, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა, ჩაკეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად მოიმატებს, შესაძლოა, ქვეყანაში არავაქინირებული ადამიანებისთვის კარანტინი გამოცხადდეს.