ავსტრიაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იტალიაში აღმოჩნდა
ავსტრიაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იტალიაში აღმოჩნდა

ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე, რომელსაც ავსტრიაში ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, იტალიაში იმყოფება. ინფორმაცია პირველ არხს ავსტრიაში, საქართველოს საელჩოში დაუდასტურეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ლომიძე გასულ კვირას გაუჩინარდა, 26 თებერვლის შემდეგ მას საქართველოს საელჩო და ავსტრიის პოლიცია ეძებდნენ.