ავსტრია გერმანიისგან IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს, – ამის შესახებ ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა გერმანიის საჰაერო ძალების მთავარსარდალ ჰერფრიდ პრომბერგერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრომბერგერის ცნობით, ავსტრია გეგმავს რვა IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას, ოთხი მოკლე დისტანციით 15 კილომეტრამდე და ოთხი საშუალო მანძილით 50 კილომეტრამდე.
პირველი სისტემის მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში.
მხარეები არ საუბრობენ შესყიდვების ღირებულებაზე და განმარტავენ, რომ ეს დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებებზე.
ცნობისთვის, გასულ შემოდგომაზე გერმანიამ ახალი ინიციატივის, „ცათა ფარის“ შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ამ სფეროში ძალისხმევის უკეთ კონცენტრირებას. ინიციატივაში უკვე 19 ევროპული სახელმწიფო მონაწილეობს, მათ შორის ავსტრია და შვეიცარია.