ავსტრალიის ტურისტული ინდუსტრიის საბჭო - ავსტრალიაში ხანძრების გამო, ქვეყანამ ტურისტულ სეზონზე 619 მილიონი ევრო დაკარგა
ავსტრალიაში ხანძრების გამო, ქვეყანამ ტურისტულ სეზონზე 619 მილიონი ევროს ზარალი ნახა. ინფორმაციას ავსტრალიის ტურისტული ინდუსტრიის საბჭო ავრცელებს.
ავსტრალიაში ტყის ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა, ებრძვიან. დამწვარია მილიონობით ფართობის ტყის მასივი. სტიქიურ უბედურებას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მეხანძრეები ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გუშინ ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში გაწვიმდა, რაც მთავრობის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.