ვიქტორიას შტატში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა
ვიქტორიას შტატში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შტატში ამ დროისთვის 1 184 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 57 საავადმყოფოებში მკურნალობს.

16-ის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

ვიქტორიაში ვირუსის შემთხვევებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოიმატა, რის გამოც შტატი ჩაიკეტა და კარანტინი გამოცხადდა.