ავსტრალიის ქუინსლენდის შტატში წყალდიდობაა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ შტატის თითქმის ნახევარი დატბორა.
შტატის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანაპირო ქალაქ თაუნსვილში წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულ ქალაქში 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
წყალდიდობის შედეგად შესაძლოა, 20 ათასზე მეტი სახლი დაზარალდეს. ქვეყნის ხელისუფლება წყლის უხვი ნაკადის გამო კაშხლის გაშვებას გეგმავს. მეტეოროლოგები ნალექიანი ამინდების გაგრძელებას პროგნოზირებენ.