ავსტრალიაში წყალდიდობის გამო 50 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
ავსტრალიაში წყალდიდობის გამო 50 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ავსტრალიაში წყალდიდობის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

როგორც „ბიბისი“ წერს, სტიქია ავსტრალიის ქალაქ სიდნეის წელს უკვე მესამედ დაატყდა თავს.

სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბირილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ავსტრალიის ტერიტორიაზე უხვი ნალექი ელ ნინიოს სახელით ცნობილ ბუნებრივ მოვლენას უკავშირდება, რა დროსაც წყნარ ოკეანეში წყლის დათბობა გავლენას ახდენს კლიმატზე.

წელს უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.