ავსტრალიის პრემიერი ქვეყანაში გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი ქვეყანაში გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ეს განცხადება მორისონმა გამოცემა „ეიბისისთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკთხთან დაკავშირებით ის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კონსულტაციას იწყებს.
ავსტრალიაში ტყის ხანძარი 2019 წლის სექტემბრიდან მძვინვარებს.
საერთაორისო მედიის მონაცემებით, ხანძარმა 8 მილიონი ჰექტარი გაანადგურა, დაღუპულია 27 ადამიანი და ასობით ათასი ცხოველი.
ავსტრალიის ტყის ხანძარს მეხანძრეები ამ წუთებშიც ებრძვიან.