2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ხაზის მსაჯები არ იქნებიან. მათ შეცვლის სისტემა Hawk-Eye Live, – იტყობინება გამოცემა Herald Sun. ასეთი გადაწყვეტილება ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ მიიღო, რათა შეზღუდოს კორტზე მყოფი ადამიანების რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
გარდა ამისა, ყველა ბოლბოი, რომლებიც დაშვებულნი იქნებიან მატჩებზე სამუშაოდ, ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ. ჩოგბურთელები დამოუკიდებლად უნდა მივიდნენ პირსახოცების ასაღებად, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი კონტაქტები. ანალოგიური წესი მოქმედებდა შარშან, აშშ-ის ღია პირველობაზე.
ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრა 13 იანვარს ჩატარდება, ტურნირი კი 17-30 იანვარს გაიმართება.