2021 წელს, პირველად ისტორიაში ავსტრალიის ღია პირველობა ხაზის მსაჯების გარეშე ჩაივლის, – იტყობინება ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი.
ხაზის მსაჯების ნაცვლად, გამოიყენებენ ხმოვანი სიგნალის სისტემას. ის აცნობებს მოთამაშეებს ბურთის აუტში გადასვლის შესახებ. ელექტრონული სისტემა იყენებს ინფორმაციას კამერებიდან, რომლებიც კორტთან ახლოს არის განთავსებული.
ავსტრალიის ღია პირველობა „დიდი სლემის“ პირველი ტურნირი იქნება, რომელზეც მსგავს სისტემას აამოქმედებენ. არსებობს მოლოდინი, რომ მისი გამოყენება შეამცირებს მატჩებისას „ჩელენჯების“ რაოდენობას, შესაბამისად, შემცირდება საკამათო მომენტების ვიდეოგამეორებების ნახვის დრო.