ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციაში ეკატერინე გორგოძის პირველი მეტოქე ლუსი პრადეცკა იქნება
გაიმართა „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის კვალიფიკაციის წილისყრა და გაირკვა 27 წლის ქართველი ჩოგბურთელის, ეკატერინე გორგოძის მეტოქის ვინაობა.
საკვალიფიკაციოს პირველ რაუნდში გორგოძის მეტოქე 33 წლის ჩეხი ლუსი ჰრადეცკა იქნება, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 605-ე ადგილზეა.
ეს ჩოგბურთელი უფრო წყვილებში გამოსვლით არის ცნობილი – მოგებული აქვს „დიდი სლემის“ ორი ტურნირი, ასევე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედალი 2012 წლის ოლიმპიადაზე. რაც შეეხება ერთეულებს, აქ ჰრადეცკას საუკეთესო შედეგი – 2015 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრეში გასვლაა.
გორგოძე „დიდი სლემის“ ტურნირზე მეორედ ითამაშებს. მისი დებიუტი შარშან, აშშ-ის ღია პირველობაზე შედგა, სადაც ქართველმა კვალიფიკაციის მეორე რაუნდში დაასრულა გამოსვლა.გორგოძე და ჰრადეჰკა აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.
„დიდი სლემის“ ტურნირებზე ძირითად ბადეში მოსახვედრად კვალიფიკაციის სამი რაუნდის გადალახვაა საჭირო.