ავსტრალიის ღიას კვალიფიკაცია დუბაისა და აბუ დაბიში ჩატარდება #1TVSPORT
ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაცია 2021 წლის დეკემბერში დუბაისა და აბუ-დაბიში გაიმართება.
წყაროს ცნობით, „დიდი სლემის“ პირველი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 24 დეკემბერს დაიწყება, თუმცა დადასტურებული ვადები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ქალთა შესარჩევი მატჩები დუბაიში გაიმართება, მამაკაცების – აბუ-დაბიში. თავად ავსტრალიის ღია პირველობის სტარტი 17 იანვარს არის ჩანიშნული.
ავსტრალიის მთავრობა თხოვს მოთამაშეებს დროულად ჩავიდნენ ტურნირზე და დაიცვან გარკვეული შეზღუდვები. ასევე ავსტრალიის ღიას დირექტორმა კრეიგ ტილიმ განაცხადა, რომ ვაქცინირებული მოთამაშეებისთვის მელბურნში ცხოვრებისა და ვარჯიშების უფრო მსუბუქი პირობები იქნება.