ავსტრალიის ღია - VIII დღე - მილოშ რაონიჩმა მეოთხე ჩოგანი გაანადგურა
ავსტრალიის ღია - VIII დღე - მილოშ რაონიჩმა მეოთხე ჩოგანი გაანადგურა

ავსტრალიის ღია პირველობის კაცების ტურნირს მეოთხე ნომერი გამოეთიშა. გერმანელი ალექსანდრ ზვერევი კანადელ მილოშ რაონიჩთან პირწმინდად დამარცხდა. ორი საათი თამაშის შემდეგ, ასეთი ანგარიში დაფიქსირდა – 6:1, 6:1, 7:6(5).

რაონიჩი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. მან 15 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 80 პროცენტი აიღო, 20 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, 45 „ვინერსი“ დააგროვა და 24 უნებლიე შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება ზვერევს, მას ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

რაონიჩი​ „დიდი სლემის“ მეოთხედფინალში მეცხრედ ითამაშებს. მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩისა და ფრანგი ლუკ პუიეს მატჩში გაირკვევა.