ავსტრალიის ღია - VII დღე - პირველი მეოთხედფინალისტი პეტრა კვიტოვა გახდა
ავსტრალიის ღია პირველობის მეშვიდე სათამაშო დღეს მერვედფინალური ეტაპი დაიწყო.
ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი ჩეხი პეტრა კვიტოვა გახდა, რომელმაც 17 წლის ამერიკელი ამანდა ანისიმოვას ბრწყინვალე სვლა შეაჩერა. ჩეხმა 59 წუთში 6:2, 6:1 გაანადგურა ამერიკელი.
სხვათა შორის, ეს იყო კვიტოვას რევანში. საქმე ისაა, რომ შარშან, ინდიან უელსის ტურნირზე, ანისიმოვამ თავის მხოლოდ მეხუთე პროფესიულ მატჩში 6:2, 6:4 დაამარცხა ჩეხი და შეწყვიტა მისი 14-მატჩიანი მოგებათა სერია.
კვიტოვა პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ.