პეტრა კვიტოვას უიმბლდონის გამოტოვებაც ემუქრება
პეტრა კვიტოვას უიმბლდონის გამოტოვებაც ემუქრება

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ ილაპარაკა უიმბლდონის სავარადო გამოტოვებაზე. „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი ხელის ტრავმის შემდეგ აღდგენით კურსს გადის.

„უიმბლდონზე თამაშის შანსი ან მის მიღმა დარჩენა -ამ მომენტისთვის ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის. არ ვიცი, რა მდგომარეობაში ვიქნები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უიმბლდონზე ვითამაშო. ტრავმირებულია ჩემი სამუშაო ხელი. არის მომენტები, როცა ძალიან დიდ ტკივილს ვგრძნობ და წუთები, როცა საერთოდ ვერ ვგრძნობ დისკომფორტს“, – განაცხადა ჩოგბურთელმა Tennis World USA-სთან კომენტარში.

კვიტოვამ როლან გაროსიდან თავისი განაცხადი მარცხენა მხარის არეში მყესების გაწყვეტის გამო გამოიტანა.

უიმბლდონი 1-14 ივლისს, ლონდონში გაიმართება.