ავსტრალიის ღია – VII დღე – პირველი მეოთხედფინალისტი პეტრა კვიტოვა გახდა

09:38, 20.01.2019

ავსტრალიის ღია პირველობის მეშვიდე სათამაშო დღეს მერვედფინალური ეტაპი დაიწყო.

ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი ჩეხი პეტრა კვიტოვა გახდა, რომელმაც 17 წლის ამერიკელი ამანდა ანისიმოვას ბრწყინვალე სვლა შეაჩერა. ჩეხმა 59 წუთში 6:2, 6:1 გაანადგურა ამერიკელი.

სხვათა შორის, ეს იყო კვიტოვას რევანში. საქმე ისაა, რომ შარშან, ინდიან უელსის ტურნირზე, ანისიმოვამ თავის მხოლოდ მეხუთე პროფესიულ მატჩში 6:2, 6:4 დაამარცხა ჩეხი და შეწყვიტა მისი 14-მატჩიანი მოგებათა სერია.

კვიტოვა პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ.

მსგავსი