პეტრა კვიტოვა ტრავმის გამო როლან გაროსიდან მოიხსნა
პეტრა კვიტოვა ტრავმის გამო როლან გაროსიდან მოიხსნა

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი პეტრა კვიტოვა იძულებულია, ვადაზე ადრე დაასრულოს გამოსვლა „როლან გაროსზე“. ჩეხი ჩოგბურთელი ტრავმის გამო ვერ გავიდა პირველი წრის მატჩზე. პირველ რაუნდში „უიმბლდონის“ ორგზის ჩემპიონის მეტოქე რუმინელი სორანა კირსტეა იყო, რომელიც უბრძოლველად გავიდა მეორე ეტაპზე.

„სამწუხაროდ, ვერ შევძლებ „როლან გაროსზე“ გამოსვლას. ორი კვირის განმავლობაში მარცხენა მხარის ტრავმა მაწუხებდა და სამედიცინო შემოწმებამ მყესების დაზიანება აჩვენა. ორი წლის წინ, ჩოგბურთში სწორედ ამ ტურნირზე დავბრუნდი, ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიჭირს პარიზში თამაშზე უარის თქმა. მოუთმენლად დაველოდები 2020 წელს აქ დაბრუნებას“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ კვიტოვამ.

ჩეხი ჩოგბურთელი ქალთა პროფესიულ ტურში აპრილის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.